ფასდაკლებები

GIFT CARD · 150 / 250 / 500 ₾

აჩუქე
არჩევანი

საჩუქარი, რომელსაც მიმღები თავად აირჩევს — სითი მოლის ორივე მაღაზიაში ან collectors.ge-ზე.

12 თვეფიზიკურიციფრულიკომპანიებისთვის

სასაჩუქრე ბარათი 150 ₾ სასაჩუქრე ბარათი 250 ₾ სასაჩუქრე ბარათი 500 ₾
Collectors სასაჩუქრე ბარათი 500 ₾ 500 ₾

COLLECTORS · GIFT CARD

სასაჩუქრე ბარათი

ბარათი არ არის მიბმული ერთ მოდელზე — მიმღები თავად ირჩევს. უფრო ძვირ მოდელზე სხვაობას თავად ამატებს.

500 ₾

ნომინალი
500 ₾ — ყველაზე პოპულარული
ფორმატი

ბარათი მოდის Collectors-ის საფირმო კონვერტში.

  • მოქმედებს 12 თვე, შეძენის დღიდან
  • ორივე ფილიალში და collectors.ge-ზე
  • ნაშთი ბარათზე რჩება — შემდეგ ჯერზე გამოიყენებ

როგორ მუშაობს

სამი ნაბიჯი — ყიდვიდან მოდელის არჩევამდე.

  1. 01

    აირჩიე ნომინალი

    150, 250 ან 500 ₾ — ფიზიკური ბარათი კონვერტში ან ციფრული კოდი.

  2. 02

    აჩუქე

    ფიზიკურს მიიღებ მისამართზე ან მაღაზიაში. ციფრული მიმღებს პირდაპირ მიუვა შენ მიერ არჩეულ დღეს.

  3. 03

    მიმღები ირჩევს მოდელს

    მაღაზიაში აჩვენებს ბარათს, ონლაინ კალათაში წერს კოდს. ნაშთი ბარათზე რჩება.

რას აირჩევენ ბარათით

მაგალითები მარაგიდან — ნომინალზე ძვირ მოდელზე სხვაობა ემატება.

კორპორატიული საჩუქრები

კომპანიებისთვის

თანამშრომლებს, პარტნიორებს და კლიენტებს — საჩუქარი, რომელსაც ყველა თავისთვის აირჩევს.

  • ინვოისით გადახდა, ხელშეკრულებით
  • ციფრული კოდები ერთ ფაილად — თანამშრომლებისთვის დასაგზავნად
  • მიწოდება ოფისში
  • ავტოდილერებისთვის — ბარათი ახალი მანქანის გასაღებთან ერთად
რაოდენობაპირობა
10–49ნომინალი + Collectors-ის საფირმო კონვერტი
50–99−3%
100–249−5%
250+−7% + კონვერტი თქვენი სახელით

მოითხოვე შეთავაზება

შეავსე ფორმა — დაგიკავშირდებით და მოგიმზადებთ ინვოისს.

ან დაგვიკავშირდით: +995 591 01 01 83 · info@collectors.ge

შეამოწმე ნაშთი

ჩაწერე ბარათის კოდი — ნახავ ნაშთს და ვადას.

სად გამოვიყენო

  • ვაჟა-ფშაველას 70
    სითი მოლი საბურთალო
  • ილია ვეკუას 1
    გლდანი სითი მოლი
  • collectors.ge
    კალათაში, ველში „სასაჩუქრე ბარათის კოდი“

ხშირი კითხვები

რამდენ ხანს მოქმედებს ბარათი?

12 თვე, შეძენის დღიდან. ვადა ბარათზე და ციფრული ბარათის წერილში წერია.

შეიძლება ბარათის ნაწილ-ნაწილ გამოყენება?

კი. თუ მოდელი ნომინალზე იაფია, ნაშთი ბარათზე რჩება და შემდეგ ჯერზე გამოიყენებ.

მოდელი ბარათზე ძვირია — რა ვქნა?

სხვაობას იხდი ბარათით, ნაღდით ან ონლაინ. შეგიძლია რამდენიმე ბარათიც ერთად გამოიყენო.

შეიძლება ბარათის ფულზე გადაცვლა?

არა. ბარათით მხოლოდ Collectors-ის პროდუქტის ყიდვაა შესაძლებელი — მაღაზიებში და collectors.ge-ზე.

ბარათი დავკარგე — რა ვქნა?

ციფრული ბარათის კოდს ხელახლა გამოგიგზავნით. ფიზიკური ბარათისთვის დაგვიკავშირდი შეძენის ქვითრით.

როგორ გამოვიყენო ონლაინ?

კალათაში, ველში „სასაჩუქრე ბარათის კოდი“ ჩაწერე კოდი — თანხა ავტომატურად დააკლდება.